გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უნივერსიტეტისა და ამერიკის უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ ხელმძღვანელებმა მამუკა თავხელიძემ და ნინო ჩიკვაშვილმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები და მოსწავლეებისა და სტუდენტთა ცოდნის განმტკიცების, პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული/კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფენ ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების, კვლევებისა და სხვა საგანამანათლებლო აქტივობების განხორციელებას.
თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პირველი შეხვედრა - პრეზენტაცია „პროგრესის“ მოსწავლეებთან უკვე მიმდინარე წლის 13 თებერვალსაა დაგეგმილი.