სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნდნენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საფრანგეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან რამდენიმე წელია ახორციელებს ერთობლივ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებას და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესთან უნივერსიტეტის დაახლოებას.

 

ამგვარი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი სასწავლო წლით ან ერთი სემესტრით მიემგზავრებიან პარტნიორ - სიანს პო რენისა და ნანტის, უნივერსიტეტებში, ფრანგი სტუდენტები კი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ეუფლებიან პროფესიას.

 

იანვრის არდადეგებზე მშობლიურ უნივერსიტეტს ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდნენ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - თამარ მეფარიშვილი და გიორგი ჭვინაშვილი, რომლებიც ერთი სემესტრი ეუფლებოდნენ სამართალს ნანტის უნივერსიტეტში, მიხეილ თავხელიძე კი მეორე სემესტრსაც იქ გააგრძელებს სწავლას.

 

სიანს პო რენიში ორი სემესტრი ისწავლა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა სალომე ზაბახიძემ, ხოლო სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ზარქუამ საფრანგეთის საელჩოს სტიპენდიით - ერთი სემესტრი.

 

უნივერსიტეტი თითოეულ მათგანს ულოცავს მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებას, გიორგი თავხელიძეს კი შემდგომ წარმატებას უსურვებს საფრანგეთში.