ანა მანველიშვილს საერთაშორისო ტრენერის სტატუსი მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანა მანველიშვილს საერთაშორისო ტრენერის სტატუსი მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დღევანდელი საგანმანათლებლო საქმიანობის განსაკუთრებულობა ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თუ სხვადასხვა საერთაშორისო დაწესებულებასთან აქტიურ თანამშრომლობაში მდგომარეობს.

 

სულ ახლახან გერმანიის კურტ ლოვენშტეინის საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭომ უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტს ანა მანველიშვილს საერთაშორისო ტრენერის სტატუსი მიანიჭა.

 

წარმატებულ სტუდენტს აღნიშნულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ის ამ საგანამანათლებლო დაწესებულების არაერთი პროექტის გამარჯვებულია, ახლა კი უკვე თვითონ უხელმძღვანელებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას.

 

კურტ ლოვენშტეინის საგანმანათლებლო დაწესებულების ზამთრის სკოლაში მან უკვე ჩაატარა პირველი სემინარი თემაზე „მემარჯვენე პოპულიზმი" და სტუდენტებთან ერთად განიხილა სოციალური მედიის როლი, პროპაგანდა და სიძულვილის ენა თანამედროვე ეპოქაში.

 

ანა მანველიშვილი არა მარტო გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობს, მან, უნივერსიტეტის ხელშეწყობით, საფრანგეთში, სიანსპო რენის უნივერსიტეტშიც წარმატებით დაასრულა სწავლა და ახლა ფიქრობს ასევე პარტნიორ, ვებსტერის უნივერსიტეტში, დაეუფლოს მისთვის სასურველ სპაციალობას.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ანას ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომშიც არაერთი გამარჯვება მოეპოვებინოს თავისი უნივერსიტეტის სასახელოდ.