პროექტი სტუდენტებისათვის - კარიერისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი სტუდენტებისათვის - კარიერისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს კარიერისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტს.

 

პროექტის ხელმძღვანელია ამ მიმართულების გამოცდილი სპეციალისტი, ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი - მაკა კუკავა.

 

პროექტი სამთვიანია და მეცადინეობები დაეთმობა იმ პრაქტიკული უნარებისა და მახასიათებლების გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტის დასაქმების, ისე მისი შემდგომი კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისათვის.

 

სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ტრენინგების ციკლს, რომელიც სტრუქტურიზებულს გახდის სტუდენტის ქცევასა და დამოკიდებულებას დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პროცესში, საკუთარი თავის წარმოჩენას, პრეზენტაბელურობას.

 

პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება შეხვედრები საჯარო და კერძო სტრუქტურების ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელებთან და პროექტის ბენეფიციარები კონკრეტულად მათგან მიიღებენ ინფორმაციას დამსაქმებლების მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს მათი კონტაქტების გაღრმავებას მომავალ დამსაქმებლებთან, უწყებებისა თუ კომპანიების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობას, ასევე, ინფორმაციის მიღებას არსებული და სამომავლო ვაკანტური პოზიციების შესახებ.

 

კარიერული განვითარების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

 

სარეგისტრაციო ბმული

პროგრამის ღირებულება: 150 ლარი;

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე;

სწავლების ენა: ქართული;

შეხვედრების ჩატარების ადგილი: HOME თბილისი, მიხეილ წინამძღვრიშვილის 87.

 

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების კოორდინატორი;

 ელ. ფოსტა: m.tsiklauri@gruni.edu.ge;

 მობილური: 598980250