ნოე სულაბერიძის სახელოსნომ მუშაობა დაასრულა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნოე სულაბერიძის სახელოსნომ მუშაობა დაასრულა


20 დეკემბერს დასრულდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების კიდევ ერთი საზოგადოებრივი პროექტი ნოე სულაბერიძის საპროდიუსერო სახელოსნო. გასაუბრების წესით შეირჩა ოცი მსმენელი. ისინი სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ პროდიუსინგისა და სატელევიზიო წარმოების, მარკეტინგის, კომუნიკაცისა და გაყიდვების, ციფრული მედიის ფუნქციონირების თანამედროვე მეთოდებს.

 

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ნოე სულაბერიძე და სხვა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები - კონსტანტინე ბათმანიდი და გურამ შეროზია.

 

პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ნოე სულაბერიძესა და ყველა მონაწილეს ნაყოფიერი მუშაობისათვის. თავის მხრივ, კურსდამთავრებულებმა, სწავლების ორგანიზებისათვის, მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტსა და საპროდიუსერო სახელოსნოს ხელმძღვანელს.

 

სასწავლო პროგრამის დასრულების ნიშნად კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.