სტუდენტური კლუბი “GRUNI-CINEMA“ ბათუმის წარმომადგენლობაში გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კლუბი “GRUNI-CINEMA“ ბათუმის წარმომადგენლობაში გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში სტუდენტური კლუბი “GRUNI-CINEMA” გაიხსნა, ეს იქნება სტუდენტების შეკრების, ფილმების ჩვენება - განხილვისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიების გამართვის ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ინტელექტუალურ ზრდას.

 

10 დეკემბერს ახლად შექმნილ კლუბში გაიმართა ჯასტინ ჩადვიკის ისტორიული ჟანრის ფილმის ჩვენება და მისი განხილვა-შეფასება, რომელსაც ესწრებოდნენ: სამართლისა და ბიზნესის მართვის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ფილმში წარმოდგენილი საკითხების თანამედროვე პერიოდთან შედარება და საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ჭრილში მისი გაანალიზება.

 

“GRUNI-CINEMA“ კინომოყვარულ სტუდენტთათვის ყოველკვირეულად გააშუქებს სხვადასხვა ჟანრის ფილმს, იქნება ეს მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური თუ სხვა სახის კინოპროდუქცია.

 

“GRUNI-CINEMA“-ს ხელმძღვანელია სამართლის სკოლის სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე. კლუბის შემადგენლობაში ერთიანდებიან ბიზნესისა და მართვის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მათ.