მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კარიერულ ფორუმში მონაწილეობდა.
ახალგაზრდები, რომლებმაც განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, შეხვდნენ საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს, გააცნეს ინფორმაცია მიღებული განათლებისა და თავიანთი შესაძლებლობების შესახებ და თავადაც დაინტერესდნენ უნივერსიტეტების პროგრამებით, პროექტებითა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით.
ახალგაზრდა სპეციალისტებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმართ დიდი დაინტერესება გამოიჩინეს და მისი წარმომადგენლებისაგან: თამარ თავხელიძისა და მარიამ წიკლაურისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ფორუმი წელს მეოთხედ გაიმართა და მასში ასოციაციის 60-მდე წევრი და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი/წარმომადგენლი მონაწილეობდა.