7-8 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში დასრულდა ტრენინგის - „ეფექტური საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე“, პირველი ეტაპი.
ტრენინგკურსის მიზანი იყო მსმენელები ინგლისურ ენაზე გაცნობოდნენ ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის თავისებურებებს და შეეძინათ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ბიზნესინგლისური ენის B2 დონის კომპეტენციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები;
მოდულის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება.
ტესტირების შედეგების შესაბამისად, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების მიმართულების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ დოლიძე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI