მ/წ 25 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სტარტი მიეცა ახალგაზრდულ აქციას სახელწოდებით: სტუდენტური გადაძახილი - არა დამოკიდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და სტუდენტთა გაერთიანებას ამ იდეის გარშემო. ამ აქციის ფარგლებში, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია,
კონფერენციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სპეციალურად მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე სტუდენტებმა განიხილეს თემები:
- "მარიხუანა-მისი გამოყენება მედიცინაში და გავლენა ორგანიზმზე" (ანა ზაქრაძე);
- "ნარკოპოლიტიკა სამართლებრივ ჭრილში." (მარი სუბელიანი);
- "თამბაქო-ისტორია,მოქმედება ორგანოთა სისტემაზე" (დაჩი მამისაშვილი);
- ”ნარკომანიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები” (ირაკლი მოდებაძე,გიორგი მაისურაძე - თსუ);
- "სააფთიაქო ნარკომანია“ (მარიამ ხუციშვილი,მარიამ ჯეირანაშვილი- თსუ).
კონფერენციის მუშაობაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი - მარინა შაქარაშვილი. მან ისაუბრა ნარკომანიის, როგორც სოციალური პრობლემის შესახებ.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.