4 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში სტუდენტების ინიციატივით გაიმართა აქცია - “სისხლის უანგარო დონორი“.
საქველმოქმედო ღონისძიებები უნივერსიტეტში დიდი ხანია ტრადიციად დამკვიდრდა და მას საფუძველი ახალგაზრდებმა ჩაუყარეს.
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - ამ სლოგანით გამართული აქციით სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დღეს მათი დახმარება სჭირდება.
ორგანიზატორთა შეფასებით, სტუდენტთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.
ბათუმის წარმომადგენლობა მადლობას უხდის ახალგაზრდებს ამ ინიციატივისთვის, ყველა მონაწილეს აქციაში ჩართვისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, პერიოდულად მიიღოს მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში.
წარმომადგენლობაში სისხლის გადასხმის სადგურის ექიმთა ბრიგადის მიღება უზრუნველყო უნივერსიტეტის სამედიცინო პუნქტის ექიმმა ნოე აბულაძემ.