პროფესორ ნიაზ ზოსიძის წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ ნიაზ ზოსიძის წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში


2 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერაბათა სკოლის პროფესორის ნიაზ ზოსიძის წიგნის - “აჭარა-ფარი საქართველოისა“, პრეზენტაცია გაიმართა.

 

ავტორი თავის წიგნს “საქართველოსა და მკითხველ-მსაჯულს“ უძღვნის და როგორც თვითონ აღნიშნავს: “ამ წიგნით არაფერი დაგიშავდება, იქნებ გამოგადგეს კიდეც შენ, ვისაც გაინტერესებს შენი კუთხის ისტორია... ბევრი ვიწვალე, ვიჯახირე, თავბედიც ვიწყევლე და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა... აჭარის მხატვრულ-დოკუმენტური ისტორია... ვისწავლე და შევითვისე იმდენი, რაც აქ დავწერე. ახლა ჯერი თქვენზეა, ნამეტანი ნუ დამზრახავთ, შენდობასა და პატიებას გთხოვთ, მეტი თუ ვერ შევძელი... მოსაძიებელი, მოსანახი, აღმოსაჩენი, ამოსაქექი, ამოსაკითხი, წასაკითხი, აღსაწერი, დასაბრუნებელი, ჩასანიშნი, ჩასაწერი, გადასაწერი, გადასაკითხი, გასაცოცხლებელი, სულთჩასაბერი კიდევ ბევრია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ...“

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თორნიკე რიჟვაძე- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე; მაია ხაჯიშვილი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ზაალ მიქელაძე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი; მწერლები, პოეტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

ღონისძიების დასასრულს ნიაზ ზოსიძემ სტუმრები წიგნებით დაასაჩუქრა და მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სტუდენტებს მხარდაჭერისთვის.

 

უნივერსიტეტი კიდევ მრავალი წიგნის ავტორობას უსურვებს ბატონ ნიაზს.