მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს GHS Consulting გუნდის HR წარმომადგენლები ეწვივნენ.
კომპანიამ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესთავაზა დასაქმება მოქნილი გრაფიკითა და კონკურენტული ანაზღაურებით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანიისა და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ.
დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შესაბამისი განაცხადი გააკეთეს და თავიანთი პირადი მონაცემებიც დატოვეს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI