ახალგაზრდებმა სტუდენტური გაერთიანება - ალმა მატერი, დაარსეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდებმა სტუდენტური გაერთიანება - ალმა მატერი, დაარსეს

თანამოაზრე სტუდენტებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება „ალმა მატერი“ დააფუძნეს.

 

 15 ნოემბერს მმართველთა საბჭომ გაერთიანების მიზნები, ამოცანები, სლოგანი და ლოგო სტუდენტების, რექტორისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარადგინეს.

 

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ამბიცია და სურვილი გააკეთონ უფრო მეტი თავისი უნივერსიტეტისა და თითოეული სტუდენტისათვის. შესაბამისად, მათი სლოგანია - ნაბიჯი წარმატებული მომავლისაკენ.

 

გაერთიანების ლოგოა თითის ანაბეჭდი. „როგორც თითის ანაბეჭდით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება, ისე გაკეთებული საქმეებით წარმოჩინდება გაერთიანების თითოეული სტუდენტი“ - აცხადებენ ახალგაზრდები.

 

მმართველ საბჭოში სხვადასხვა სკოლის სტუდენტები გაერთიანდნენ:

 

გიორგი ნიორაძე - თავმჯდომარე, ბიზნესისა და მართვის სკოლა;

ნიკა კოდიაშვილი - ბიზნესისა და მართვის სკოლა;

იაკო შანიძე - მედიცინის სკოლა;

ქეთი ქოქიაშვილი - მედიცინის სკოლა;

როენა ბახია - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ( ფსიქოლოგია);

სალომე ბერუაშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (ფსიქ)

 

ქეთი მუხათგვერდელი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

(ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია);

 

გიორგი თამაზაშვილი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;

გიორგი ბურჯანაძე - სამართლის სკოლა ;

თიკო ხატოიანი - სამართლის სკოლა ;

 

გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

 

განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სოციალური მედია.

 

სტუდენტური გაერთიანება „ალმა მატერის“ საჯარო წარდგენაზე ახალგაზრდებმა თანხმობა და ერთსულოვნება სიმბოლურად, თითის ანაბეჭდებით, დაადასტურეს, მათ უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძეც შეუერთდა.

 

გაერთიანებაში ოფიციალური გაწევრიანება უკვე დაიწყო!

 

უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ახალგაზრდული ორგანიზაციის დაფუძნებას და წარმატებას უსურვებს მათ.