90-იანი წლების ეზოს თამაშები უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


90-იანი წლების ეზოს თამაშები უნივერსიტეტში


17 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა 90-იანი წლების ეზოს თამაშები!

 

სტუდენტებმა გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული, საქართველოს ისტორიის რთული პერიოდი - 90-იანი წლები და უნივერსიტეტის ეზოში შექმნეს იმ დროისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო.

 

სტუდენტური ღონისძიების ატრიბუტიკას წარმოადგენდა: ლამპა, ე.წ. წითელი ნავთქურა, მანქანის ძარაზე სახელდახელოდ გაშლილი სუფრა, აქ იყვნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი „სამართლადამცავები“ თუ „ავტომატით“ შეიარაღებული ახალგაზრდებიც. სტუდენტებმა 90-იანი წლების ჩაცმის სტილიც მოირგეს.

 

უნივერსიტეტის ეზოს სხვადასხვა კუთხეში გაშლილი იყო ნარდი, დომინო, კარტი. სტუდენტები ჩაბმულნი იყვნენ ეზოს თამაშებში: ლახტი, კლასობანა, რეზინობანა და ა. შ.

 

საღამოს საპატიო სტუმრები იყვნენ: ირმა სოხაძე, ლექსენი, რეპერი ბედინა და ჯგუფი პა-სეანსის წევრები.

 

ღონისძიებას სპონსორობა გაუწიეს კომპანიებმა "ზედაზენი" და "ჯიბე ქეშ&ქერი".