სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა - „გახდი სადაზღვევო მრჩეველი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა - „გახდი სადაზღვევო მრჩეველი“

სს სადაზღვევო კომანია “იმედი L” აგრძელებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში - “გახდი სადაზღვევო მრჩეველი“, მონაწილეობისათვის იწყებს სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას.

 

პროექტი ხორციელდება “იმედი L”-ის აკადემიის ეგიდით და მასში მონაწილეობენ სადაზღვევო სფეროს წამყვანი, პრაქტიკოსი მენეჯერები.

 

სტუდენტებისათვის გამართულ ტრენინგებზე სპეციალისტები განიხილავენ: მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგიის, ეფექტური კომუნიკაციისა და სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს, ხოლო პროექტის პრაქტიკული ნაწილი დაეთმობა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას.

 

პროგრამის მიზანია პრაქტიკულ კურსზე სპეციფიკური ტექნიკების გამოყენებით სტუდენტებმა:

  • შეძლონ მოლაპარაკების სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
  • განავითარონ ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • გამოიმუშავონ ბიზნესგარემოში წერილობითი თუ ზეპირი პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
  • დამაჯერებლად წარმოაჩინონ ცოდნა - დამაჯერებლობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ადამიანების დასარწმუნებლად;
  • შეიძინონ უცხო გარემოში სწრაფი ადაპტირებისა და მოქმედების უნარი.

 

თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებით:

  • სწორად განსაზღვრონ საკუთრი მიზანი, მიზნის შესაბამისად, აღსრულების გზა,თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და აკონტოლონ საკუთარი გეგმა.

 

სტაჟირების ფარგლებში, მითითებული საგანმანათლებლო კურსის გავლის საფუძველზე, სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატსა და წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება გახდნენ “იმედი L”-ის თანამშრომლები!

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე: https://bit.ly/2Xbj2qz

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი

საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების კოორდინატორი -

 

ელ. ფოსტა: m.tsiklauri@gruni.edu.ge


მობილური: 598980250

 

გისურვებთ წარმატებას!