29 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები: რეკრუტირების სამსახურის უფროსი ოფიცერი, მაიორი გიორგი გოდერძიშვილი, რეზერვისტთა სამსახურის უფროსი ოფიცერი, მაიორი ვახტანგ ჯიშკარიანი და რეკრუტირების ცენტრის სამოქალაქო პირი თეიმურაზ გიგუაშვილი ესტუმრნენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე მათ სტუდენტებს გააცნეს რეზერვისტთა ახალი საპილოტე პროგრამა, რომელიც სპეციალურად სტუდენტებზეა მორგებული და წვევამდელებს საშუალებას აძლევს სწავლასთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ და ანაზღაურებაც მიიღონ.
შეხვედრაზე მაიორმა გიორგი გოდერძიშვილმა სტუდენტებს აუხსნა სამხედრო ძალების რეზერვის სტრუქტურა, მისი შევსების წყაროები, ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტების პრიორიტეტები, რეზერვში ჩარიცხვისა და მსახურების პირობები, მიღების პროცედურები, საბრძოლო მომზადების პროგრამა და სხვა საკითხები. აგრეთვე, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულთა სოციალური დაცვის გარანტიები და ის შეღავათები, რომლითაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისარგებლებენ.
შეხვედრამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია, სტუმრებმა ახალგაზრდების ყველა შეკითხვას უპასუხეს.