საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-11 ეტაპი.
პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვთ:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მაგისტრატურის სტუდენტებს;
- დოქტორანტურის სტუდენტებს;
- პირებს, რომლებმაც დაამთავრეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ორი წლის წინ.
პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა:
- მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0);
თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00 საათამდე.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს.
ცხელი ხაზი: (+995 32) 2197755
საკონტაქტო პირი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების კოორდინატორი - მარიამ წიკლაური
ელ. ფოსტა: m.tsiklauri@gruni.edu.ge
მობილური: 598980250