ლილი სალაძის ბლოგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლილი სალაძის ბლოგი

“იცი, გუშინ ლექტორმა სახელით მომმართა, თურმე დაუმახსოვრებივარ - ეს იყო ჩემი პირველი ყველაზე სასიამოვნო ემოცია სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ალმა მატერში ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, რამდენადაც დიღმის ნიავი ზაფხულის ცხელ ამინდში, საგანმანათლებლო პროცესი კი უნივერსიტეტის შენობასავით გამჭვირვალე.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებისას საკუთარი თავი ჯერ კიდევ ბოლომდე არ მყავდა ნაპოვნი, საგნების მრავალფეროვნება ყოველთვის მაძლევს საშუალებას აღმოვაჩინო ის. ყველაფერი, რასაც ვსწავლობ, მეხმარება არა მარტო თეორიული ცოდნის მიღებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

მაგალითად:

- ეკონომიკის პრინციპებში ვისწავლე, რომ უფასო სადილი არ არსებობს და ახლა მეგობრის მიერ შემოთავაზებულ სადილსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებ, თუ დრო ჩემთვის უფრო ძვირფასია.

 

- კონსტიტუციურ სამართალში ვისწავლე ისიც, თუ რატომ არის პროპორციული არჩევნების სისტემა მეტად დემოკრატიული და რა პრინციპებით ჩატარდება ის 2020 წელს.

 

- სამოქალაქო სამართალმა მასწავლას, რაც წესით აქამდე უნდა მცოდნოდა: რვა წლის ასაკში მეზობელს ველოსიპედი რომ გავუტეხე, ამისთვის თურმე მე პასუხს არ ვაგებდი და შემეძლო ჩემი ველოსიპედი არ დამეთმო მისთვის.

 

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ვისწავლე, რამაც ერთ წელში საკმარისზე მეტად გამზარდა, განმავითარა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარი არჩევანის სისწორეში“

 

 

ლილი სალაძე - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პირველკურსელი.