ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგების სამუშაო შეხვედრა ქობულეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგების სამუშაო შეხვედრა ქობულეთში

27-29 ივნისს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგებისთვის ქობულეთში გაიმართა სამუშაო შეხვედრა: „ვერიფიკაციის მოდული უმაღლეს სასწავლებლების ჟურნალისტიკის პროგრამებში“.

 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა და ამავე პროგრამის ასოცირებული პროფესორი ნინო შოშიტაშვილიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნეს ვერიფიკაციის მოდულის მიზნები, კოგნიტური, ქცევითი და ემოციური შედეგები, შედეგების მიღწევის გზები - თემები და სავარჯიშოები.

 

კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება MDF - ის, მედიაჩეკერის, ვერიფიკაციის მოდულის ელემენტების პროგრამებში ჩაშენების შესაძლებლობის შესახებ. განიხილეს UNESCO-ს მიერ რეკომენდებული მოდულები და სავარჯიშოები, საერთაშორისო რესურსების გამოყენების საშუალებები.

 

სასწავლო მოდულის მონახაზზე მუშაობისა და სამუშაო შეხვედრის შეჯამების შემდგომ დაისახა ამ მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.