გაიცანით „ევექსის“ სტიპენდიანტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაიცანით „ევექსის“ სტიპენდიანტები


სააქციო საზოგადოებამ „ევექსის კლინიკები“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ევექსის სტიპენდია დააწესა.

 

2018-2019 სასწავლო წელს „ევექსმა“ უნივერსიტეტს პარტნიორობის ფარგლებში 4 პროდუქტი შესთავაზა, მათ შორის, „ევექსის“ სტიპენდიის პროგრამა და სტუნდენტური პროექტების მხარდაჭერა.

 

წლის განმავლობაში კომპანიამ დააფინანსა ახალგაზრდების 2 პროექტი: “საუბრები ფსიქოლოგიაზე“ და „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ და წარჩინებული, აქტიური და კრეატიული სტუდენტისათვის დააწესა 6-თვიანი სტიპენდია.

 

უნივერსიტეტთან შეთანხმებით სტიპენდიანტი სტუდენტები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა:

 

  • მაღალი აკადემიური მოსწრება ( GPA);
  • საზოგადოებრივი აქტიურობა;
  • კრეატიულობა;
  • სოციალური მდგომარეობა.

 

ევექსის სტიპენდიანტები გახდნენ:

  1. მირანდა ჩარკვიანი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის III კურსის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,4), გამოირჩევა მაღალი აქტიურობით;
  2. ნია ქავთარაძე - სამართლის სკოლის II კურსის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,6), სხვადასხვა პროექტის მონაწილე და სპიკერი, ახალგაზრდა დედა;
  3. სალომე ბერუაშვილი/როენა ბახია - ფსიქოლოგიის მიმართულების III კურსის წარჩინებული სტუდენტები (GPA-3,5), სტუდენტური ლექტორიუმის წევრები, პროექტის - „საუბრები ფსიქოლოგიაზე“, ორგანიზატორები;
  4. ნანა ბიჭაშვილი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის წარჩინებული სტუდენტი (GPA-3,3), გამოირჩევა მაღალი აქტიურობით.

 

ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის სს „ევექსის კლინიკებს“; სტუდენტებს კი ულოცავს სტიპენდიის მინიჭებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.