დასრულდა სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად შეაჯამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიმართულებით გაწეული მუშაობა და შედეგები.
ფორუმის მუშაობაში უნივერსიტეტის პარტნიორი 38 კომპანია მონაწილეობდა.
საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასაქმების კოორდინატორმა - მარიამ წიკლაურმა, მოკლედ წარადგინა წლის შედეგები:
აღინიშნა, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საერთო მაჩვენებელი 87%-ს შეადგენს. აქედან, სპეციალობის მიხედვით დასაქმებულია 61 %, 26 % კი - არასპეციალობით.
სასურველი შედეგის მისაღწევად უნივერსიტეტი კომპანიებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობდა, რომელიც მოიცავდა როგორც დასაქმებას, ისე სტაჟირების პროგრამას, პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად ტრენინგების ციკლს, პრაქტიკულ მეცადინეობასა თუ პანელურ დისკუსიას.
საგანგებოდ აღინიშნა სს „ ევექსის კლინიკებთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. კომპანიამ წლის განმავლობაში უნივერსიტეტს შესთავაზა 4 პროდუქტი: სტუდენტთა საყოველთაო დაზღვევის უფასო პროგრამა, სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვა, „ევექსის“ სტიპენდიის პროგრამა და სტუნდენტური პროექტების მხარდაჭრა. პარტნიორობის ფარგლებში კომპანიამ დააფინანსა ახალგაზრდების 2 პროექტი: “საუბრები ფსიქოლოგიაზე“ და „გენდერული თანასწორობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“, დაასაქმა ათამდე სტუდენტი და წარჩინებული, აქტიური და კრეატიული სტუდენტისათვის დააწესა 6-თვიანი სტიპენდია.
დასაქმების ფორუმზე 4 სტუდენტი: ნია ქავთარაძე, მირანდა ჩარკვიანი, ნანა ბიჭაშვილი და სალომე ბერუაშვილი/როენა ბახია „ევექსის“ სტიპენდიანტები გახდნენ.
ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტმა მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა კომპანიებს:
სადაზღვევო კომპანიას „იმედი L” - პროექტისათვის „გახდი სადაზღვევო მრჩეველი“;
საჯარო სამსახურის ბიუროს - სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში წელს 70-მდე სტუდენტისა და კურსდამთავრებულის ჩართვისათვის ;
იურიდიული კლინიკას - „ჩემი ადვოკატი“ - წარმატებული სასწავლო - პრაქტიკული კურსისათვის;
კომპანია „ნექსია თიეის“ - საინტერესო ორთვიანი ტრენინგკურსისა და სტუდენტთა დასაქმებისათვის.
ასევე კომპანიებს:
- ნიკორა ტრეიდი;
- ბაზისბანკი;
- „ჯი ეი თი თი ლეგალ ქონსალთინგ გრუფი“
- ქართულ-ევროპულ აკადემიასთან.
ფორუმზე საგანგებოდ მიიწვიეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დამსაქმებლები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ნამდვილად ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს კომპანიებია:
- საადვოკატო ბიურო - „ T & M colsuthing”;
- იურიდიული ფირმა: თვალავაძე & სოსელია;
- მარინა კორძაძის საადვოკატო ბიურო;
- სტომატოლოგიური კლინიკა „ მედი-დენტ +“,
- ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი ;
- ტურისტულ კომპანია „ ლაივ ჯორჯია“;
- საქართველოს ბანკი.
საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა კომპანიებისა და სტუდენტების გასაუბრება ახალგაზრდებისათვის სასურველი ვაკანსიების შერჩევის მიზნით.