ვიზიტი ლაზარსკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი ლაზარსკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პროგრამა Erasmus+ -ის ფარგლებში განაგრძობს თანამშრომლობას ლაზარსკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებთან.

 

აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბიზნესის სკოლის პედაგოგები - ეკატერინე კევლიშვილი და გივი გუჯარაიძე, სტუმრობდნენ.

 

ეკატერინე კევლიშვილმა პოლონეთში, ლაზარსკის უნივერსიტეტში, წაიკითხა ლექციების კურსი: რეკლამის განვითარება საქართველოში. მან პოლონელ სტუდენტებთან ისაუბრა რეკლამირების შესავლისა და ბიზნესისათვის საჭირო კრეატიული რეკლამის შესახებ, ამასთან, სტუდენტებს გააცნო საქართველოს სარეკლამო ბაზარი: წარსული გამოცდილება და სამომავლო გამოწვევები. სალექციო კურსის დასასრულს წარადგინა პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შესახებ.

 

გივი გუჯარაიძე იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მისი სალექციო კურსი ფინანსური ბაზრების სტრუქტურასა და კომპონენტების განსაზღვრას, ფინანსური ბაზრების ინსტრუმენტებისა და ფინანსური შუამავლების სახეების განხილვას დაეთმო. სტუდენტებთან მან ისაუბრა, აგრეთვე, ფულის ფუნქციის, გადახდის სისტემის გაფართოების, საბანკო მომსახურების, ფინანსური ინსტიტუტების მენეჯმენტის, ფინანსური კრიზისისა და საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობის შესახებ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ლაზარსკისა და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტებს თანამშრომლობისათვის, ასევე, ეკა კევლიშვილსა და გივი გუჯარაიძეს წარმატებული მივლინებისათვის.