22- დან 26 მაისის ჩათვლით პროგრამა Erasmus+ - ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტს სტუმრობდა ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის დეკანი მარტინ დალი.
ვიზიტის ფარგლებში ბატონი მარტინი კვლევითი ცენტრის დირექტორს - თამარ თავხელიძეს შეხვდა და გაეცნო ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საქმიანობას, განიხილეს ერთობლივი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობაც.
ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორმა შეხვედრები გამართა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, აგრეთვე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანებთან - ანა ფირცხალაშვილთან და მურთაზ კვირკვაიასთან. განიხილეს სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ლაზარსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიების გამოქვეყნების შესახებაც.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI