უნივერსიტეტი ბათუმის STEM ფესტივალში მონაწილეობდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტი ბათუმის STEM ფესტივალში მონაწილეობდა


5 მაისს ბათუმში STEM ფესტივალი გაიმართა.

 

ფესტივალის ორგანიზატორი იყო მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია, პარტნიორი კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ 12-18 წლის ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები საქართველოს საჯარო და კერძო სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

 

მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მათ ხელმძღვანელებს საშუალება ჰქონდათ გ გაცნობოდნენ სწავლა-სწავლების პროცესში დანერგილ ტექნოლოგიებსა და სიახლეებს, აგრეთვე, წარმატებული მოსწავლეების გამოგონებებსა და სამეცნიერო პროექტებს.

 

ფესტივალზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს. მისმა წარმომადგენელმა ქეთევან კუხიანიძემ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტი, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, ლაბორატორიები, აგრეთვე, ის გეგმები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ამით სწავლა- სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება.

 

კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გია დეკანოზიშვილმა ფესტივალის მონაწილე მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ჩაატარა მასტერკლასი, გ გააცნო მათ ლაბორატორიის საქმიანობა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარების ტექნოლოგია, რამაც ფესტივალის მონაწილეების დიდი ინტერესი გ გამოიწვია.

 

ფესტივალის ბოლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს

 

სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და სტუმრად მიიწვიეს.