საჯარო ლექცია - „ტექნოლოგიები და ინოვაციები XXI საუკუნეში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია - „ტექნოლოგიები და ინოვაციები XXI საუკუნეში“


შრომითი საქმიანობისათვის მოსამზადებლად უნივერსიტეტი პროგრამული სწავლების გარდა მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას - მასტერკლასებს, საჯარო ლექციებს პრაქტიკოსი სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობით, გასვლით მეცადინეობებს სტუდენტებისათვის.

 

19 აპრილს ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვევით უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის - თეიმურაზ ჩიჩუას, საჯარო ლექცია „ ტექნოლოგიები და ინოვაციები XXI საუკუნეში“.

 

პროფესორმა ინოვაციების, როგორც წარმატებული ბიზნესის საფუძვლების, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირების, ტექნოლოგიური გამოწვევებისა და საქართველოში ნოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

 

ლექციის დასასრულს თეიმურაზ ჩიჩუამ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.