უნივერსიტეტის სტუდენტები -სახელმწიფო ენაში ტესტირების გამარჯვებულები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის სტუდენტები -სახელმწიფო ენაში ტესტირების გამარჯვებულები


იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენაში ტესტირება ჩაატარა.

 

ტესტირებაში საქართველოს 8 უმაღლესი სასწავლებლის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის 4 სტუდენტი.

 

ტესტირება ქართული ენის მართლწერის ცოდნასა და გამოყენების უნარს ამოწმებდა.

 

საუკეთესო შედეგების მქონე ათეულში უნივერსიტეტის სამი სტუდენტი- თიკო აბულაძე (სამართლის სკოლა), გვანცა ექიზაშვილი და მარიამ ფარცვანია (ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია) დასახელდა.

 

14 აპრილს, დედაენის დღეს, გამარჯვებულ სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ სარჯველაძემ, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 
ღონისძიებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი პირველად იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეიქმნა და პირველი ტესტირებაც სწორედ დედაენის დღესთან დაკავშირებით 2016 წელს ჩატარდა. ამ დროიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს ქართული ენის ცოდნის დონის დამდგენ სერტიფიკატს, რომელიც დღემდე 61 პირს აქვს მიღებული.

 

წელს ქართულ ენაში ტესტირება სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა. უნივერსიტეტი ულოცავს თიკო აბულაძეს, გვანცა ექიზაშვილსა და მარიამ ფარცვანიას ამ წარმატებას.