30 მარტს საზეიმოდ დაიხურა უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური პროექტი „Teen Academy”, რომელიც თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
პროექტი, ტრადიციულად, ყოველ წელს, გაზაფხულზე, იმართება და მოსწავლეებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით აცნობენ სამართლის, პოლიტიკის, ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და ჟურნალისტიკის სპეციალობებს.
„Teen Academy”-ის წლევანდელი პროექტი გამოირჩეოდა მოსწავლეების აქტიურობითა და მრავალრიცხოვნობით.
პროექტის გამარჯვებულები გახდნენ:
სანდრო გაგიშვილი და მაკა პარსალიშვილი - I ადგილი, პროექტი „მედიაცია“, 100%-იანი სასწავლო გრანტი;
ომეხ კუტალაძე და ლიზი გელაშვილი - II ადგილი, პროექტი „მედიაცია“, 2250 -ლარიანი სასწავლო გრანტი;
სანდრო გაგიშვილი, მარი რუბაშვილი, ლუკა ნიშნიანიძე - პროექტი „გახდი პოლიტიკოსი“, საქართველოს პარლამენტის იმიტირებულ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტისათვის: „ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის, მე-5 პუნქტის “ლ“- პრიმა ქვეპუნქტში”, რაც მიზნად ისახავს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების აქციზისაგან გათავისუფლებას. თითოეულს გადაეცა 3000-ლარიანი სასწავლო გრანტი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სპიკერობისათვის 3000-ლარიანი სასწავლო გრანტი მიიღო საბა ჯეჯეიამ.
პროექტის ყველა აქტიურმა მონაწილემ სერტიფიკატებთან ერთად 5%-იანი სასწავლო გრანტიც მიიღო.
უნივერსიტეტის პრორექტორმა გულიკო გალდავამ, სკოლების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა: ანა ფირცხალაშვილმა, დავით ძიძიგურმა, ვასილ კიკუტაძემ, მაკა ფირანაშვილმა, ხათუნა კაჭარავამ, ია ხურციძემ, ანა თეგეთაშვილმა და ნინო მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს საინტერესო თანამშრომლობისათვის და წარმატება უსურვეს.
მოსწავლეებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ტურავამ.