საქართველოში ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, როგორც ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სადღესასწაულო ღონისძიებებში.
19 მარტს უნივერსიტეტის ფრანგული ენის შემსწავლელი კურსის სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით ფრანგული სამზარეულო წარადგინეს.
პროექტის 8 მონაწილემ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ქართულ-ფრანგულ ენებზე გააცნეს ფრანგული სამზარეულოს ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები, მიმოიხილეს მათი წარმოშობის ისტორია და ისაუბრეს ცნობილი ფრანგი მზარეულების შესახებაც.
ფრანგული სამზარეულოს წარდგენას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ღარიბაშვილი და თანამშრომელი მელოდი შომენი ესწრებოდნენ.
სტუდენტები, რომელთა ნამუშევრებიც სააგენტოს წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად საინტერესოდ მიიჩნიეს, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.