უნივერსიტეტში საპენსიო რეფორმა განიხილეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში საპენსიო რეფორმა განიხილეს


11 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ გრიგოლ რობაქიძის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმდინარეობის პროცესი გააცნეს.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ დეტალურად ისაუბრა საპენსიო რეფორმაში ჩართული ადამიანისათვის დანაზოგის შეგროვებისა და გაცემის მექანიზმის, ამ სისტემაში სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისა და რეფორმის საბოლოო შედეგების შესახებ.

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საპენსიო სისტემაში მოქალაქეების ნებაყოფლობითი და სავალდებულო ჩართვის წესით, ფონდში მათ ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოყენების, ინფლაციის ფაქტორებისაგან დაზღვევის, პენსიის მემკვიდრეობით გადაცემისა და ამ რეფორმასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით.

 

მოწვეულმა სტუმრებმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.