სასწავლო ვიზიტი რომის (საპიენსას) უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ვიზიტი რომის (საპიენსას) უნივერსიტეტში


უნივერსიტეტი თავისი საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში მუდმივად განიხილავს საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. დღეისათვის ის ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთისა და სხვა არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის პარტნიორია და ეს თანამშრომლობა გრძელდება.

 

მიმდინარე წლის 29 თებერვლიდან 6 მარტამდე მედიცინის სკოლის პირველკურსელები, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რომის (საპიენსას) უნივერსიტეტს ეწვივნენ.

 

ქართველი სტუდენტები საპიენსას უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში მონაწილეობდნენ, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

 

სემინარის შემდეგ, ტრადიციულად, გაიმართა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომელსაც ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი ანა თეგეთაშვილი; საპიენსას უნივერსიტეტის ოდონტო-სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლივია ოტოლენგი; პერიოდონტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ანდრეა პილონი და სხვ.

 

მასპინძლებმა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხეს. ისაუბრეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და საქართველოში ვიზიტის შესახებაც.

 

ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი საპიენსას უნივერსიტეტში გამართულ სემინარში მონაწილეობისათვის.

 

რომის საპიენსას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, იგი 1303 წელს დაარსდა და დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება არა მხოლოდ იტალიაში, არამედ დასავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტში 112 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 3000 - სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.

 

იტალიაში მოგზაურობის დროს სტუდენტებმა მოინახულეს ვატიკანის მუზეუმი, სიქსტის კაპელა, კოლიზეუმი, ეწვიენ ბოლონიისა და ფლორენციის მუზეუმებს.