7 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „გახდი პოლიტიკოსი“ წარმატებით დასრულდა.
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მიერ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მომზადებულმა პროექტმა მოსწავლეებს მისცა უნიკალური შანსი გაცნობოდნენ კანონშემოქმედებით საქმიანობას და, რაც მთავარია, საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ემსჯელათ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში გამართულ სპეციალურ ტრენინგებზე მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განიხილეს: საკანონმდებლო ტექნიკის, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის პროცედურები, დებატების წარმართვის ხელოვნება და კანონპროექტის მოსამზადებლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
ფინალური შეხვედრისათვის ჟიურიმ შეარჩია 4 ფრაქცია: „ხალხის ხმა“, „ერთიანი საქართველო“, „მემარცხენეები“ და „ეროვნულ-დემოკრატები“.
თითოეულმა ფრაქციამ საქართველოს პარლამენტში გამართულ იმიტირებულ საკანონმდებლო სხდომაზე თავისი კანონპროექტი წარადგინა:
ფრაქცია “ხალხის ხმა“:
- მარი რუბაშვილი
- სანდრო გაგიშვილი
- ლუკა ნიშნიანიძე
კანონპროექტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის, მე-5 პუნქტის “ლ“- პრიმა ქვეპუნქტში ცვლილების შეტანა, რაც მიზნად ისახავს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების აქციზისაგან გათავისუფლებას.
ფრაქცია “ერთიანი საქართველო“:
- ანა სამხარაძე
- გიორგი მამარდაშვილი
- შოთა მშვენიერაძე
კანონპროექტი: დეფინიცირებული სწავლება
ფრაქცია “მემარცხენეები“:
- ლიზი გელაშვილი
- მარიამ ყანდაშვილი
- ლიზი შავაძე
კანონპროექტი: საჯარო და კერძო სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის შემოღების შესახებ.
ფრაქცია “ეროვნულ- დემოკრატები“ :
- არჩილ ნიაზაშვილი
- ნონა ბაქრაძე
- მარიამ აზმაიფარაშვილი
კანონპროექტი: ბოშათა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
უნივერსიტეტისა და კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ ფრაქციად დასახელდა "ხალხის ხმა", რომლის თითოეული წევრი 3000 -ლარიან სასწავლო ვაუჩერს მიიღებს. მისი გამოყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადასახდელად.
გარდა ამისა, კანონპროექტთა წარდგენისას გამოვლინდა საუკეთესო სპიკერი- საბა ჯეჯეია, რომელსაც უნივერსიტეტი სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.