„Teen Academy” ფსიქოლოგიის პროექტით გაგრძელდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„Teen Academy” ფსიქოლოგიის პროექტით გაგრძელდა


„Teen Academy” -ის მეორე პროექტი ფსიქოლოგიის მიმართულებას დაეთმო.

 

ფსიქოლოგია, მოსწავლეებისათვის, ტრადიციულად, საინტერესო სფეროა და ეს პროექტიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ყოველთვის.

 

შეხვედრას, რომელსაც ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ძიძიგური და ამავე მიმართულების წარჩინებული სტუდენტი როენა ბახია უძღვებოდნენ, 80 უფროსკლასელი ესწრებოდა.

 

პროგრამის ხელმძღვანელი მოსწავლეებს ესაუბრა ფსიქოლოგიის სწავლების მეთოდებზე, მის თეორიულ და პრაქტიკულ ელემენტებზე, სავალდებულო დისციპლინების, აგრეთვე, კლინიკური და სოციალური ფსიქოლოგიის შესახებ.

 

შეხვედრის დასასრულს დავით ძიძიგურმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს ემოციების მართვის, ბულინგის, დეპრესიის, სუიციდისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

 

2 მარტს „Teen Academy” პროექტით „ გახდი პოლიტიკოსი“ გაგრძელდება.