საქართველოში გრიპისა და წითელას ეპიდემიის გამო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 12 თებერვალს სასაუბროდ მოიწვია ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები, მეცნიერები: პროფესორი მალვინა ჯავახაძე - აკად. ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და თემურ მიქელაძე პედიატრი, პროფესორი.
საჯარო ლექცია საგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისა და მედპერსონალისათვის გაიმართა.
სტუმრებმა ისაუბრეს როგორ ვებრძოლოთ გრიპის ვირუსსა და რა პრევენციული ღონისძიებები გავწიოთ წითელას დასაძლევად, რა დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება ამ ვირუსებით დაავადებულ ადამიანებს, როგორია პირველი, გადაუდებელი დახმარება და რა როლი ეკისრება სასწავლო დაწესებულებებს ამ ვითარებაში.
მოწვეულმა სტუმრებმა ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს და რჩევები მისცეს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სკოლების, ბაღების დირექტორები, მედპერსონალი და სტუდენტები.