ვურცბურგის ზამთრის სკოლა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვურცბურგის ზამთრის სკოლა


საუნივერსიტეტო პარტნიორობის ფარგლებში ალმა-მატერის წარჩინებული სტუდენტები რამდენიმე წელია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროექტებში მონაწილეობენ.

 

მიმდინარე წლის 11 - 15 თებერვალს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები სალომე ზაბახიძე და თორნიკე გოგოლიძე; სამართლის სკოლის სტუდენტები: მეგი გუტაშვილი, ნუკა ელბაქიძე და ანა არევაძე ვურცბურგის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის ფარგლებში გამართულ ლექციებს დაესწრნენ.

 

სტუდენტები გაეცნენ ევროპული კავშირის უსაფრთხოებისა და სამართლის ცალკეულ სფეროებს. დახურვისას კი მათ ზამთრის სკოლის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ვურცბურგის უნივერსიტეტთან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს რამდენიმეწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge