ანა ფირცხალაშვილის ლექცია ვურცბურგის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანა ფირცხალაშვილის ლექცია ვურცბურგის უნივერსიტეტში


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი ვურცბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა მიმდინარე სემესტრში კვლავ სტუმარი პროფესორის სტატუსით მიიწვია.

 

შედარებითი კონსტიტუციური სამართლის კურსის ფარგლებში ქალბატონი ანას ლექციას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ. მან ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების მნიშვნელობის, კონსტიტუციის ახალი ცვლილებების, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას და მის პრაქტიკას.

 

ლექციის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

 

თანამშრომლობა ვურცბურგის უნივერსიტეტთან გრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a. phirtskhalashvili@gruni.edu.ge