ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია – გზა საფრანგეთის უნივერსიტეტამდე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია – გზა საფრანგეთის უნივერსიტეტამდე

ქრისტრინე კირაკოსიანი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებული

 

საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლა ერთგვარი თავგადასავალი და, ამავდროულად, გამოწვევა იყო ჩემთვის. ყოველ წელს სხვადასხვა, საინტერესო პროექტი გვქონდა. მართალია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბოლო პროექტს - "გახადე შენი ქალაქი უკეთესი" - კი გავიხსენებ, რომლის გამარჯვებულიც გავხდი და რომელმაც საინტერესო გამოცდილებასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემძინა.

 

გარდა ამისა, საჯარო მმართველობის სკოლის მიერ ორგანიზებული კულტურულ-სამეცნიერო ვიზიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, 2014 წელს გერმანიაში, 2015 წელს კი საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის, თითოეული სტუდენტისთვის. როცა შრომა ფასდება, კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით მიიწევ წინ, მიზნისკენ.

 

ჩემი სტუდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად გაცვლით პროგრამას გავიხსენებ, როცა საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში, კვლავ ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსებით წავედი. ეს ჩემი შემდგომი წარმატების ერთგვარი “გზამკვლევი” აღმოჩნდა. ახლა მაგისტრანტი ვარ საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში, "საერთაშორისო და ევროპული პროექტების ინჟინერიის ფაკულტეტზე". მალე სტაჟირებას დავიწყებ ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ევროპულ პროექტებს ხელმძღვანელობს.

 

ჩემს უნივერსიტეტს მადლობას ვუხდი, დიდია მისი წვლილი ჩემს წარმატებაში. ის ყველა სტუდენტს თანაბრად აძლევს შანსს, დანარჩენი კი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მას .

 

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და უნდა შევქმნათ ის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს!