გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი დეკემბერი ემზადებოდნენ საქველმოქმედო აქციისათვის, რათა დამდეგ შობა-ახალ წელს გაეხარებინათ ისინი, ვისაც ძალიან სჭირდება ყურადღება, სითბო, სიყვარული და დახმარება.
მთელი თვის განმავლობაში სტუდენტებმა ხელმოკლე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მოამზადეს. 28 დეკემბერს კი ეწვივნენ საბურთალოს რაიონის 3 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს და პატარები გაახარეს.
ეკატერინე მეძმარიაშვილი 9 შვილს ზრდის, იოსებ მამაგულაშვილი - 7-ს, ლევან და ნატალია ჭაფაძეებსაც 9 შვილი ჰყავთ, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ლოგინს მიჯაჭვული დედა ვერ ახერხებს სათანადო მზრუნველობას პატარებზე.
თითოეულმა ოჯახმა და საბურთალოს გამგეობამაც დიდი მადლიერება გამოხატეს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩართული იყო ამ აქციაში, ვიც იზრუნა მათ გასახარებლად.
სიკეთე გადამდებია.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge