კიდევ ერთი წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში - პარლამენტი შენი მეგობარი, გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტმა - მერი მაისურაძემ. მან, კონკურსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარადგინა კანონპროექტი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (1801 მუხლის “ქონების მოტყუებით დაუფლება“ დამატება), რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მერი მაისურაძე უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორი და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტის მკვლევარია.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს მერის ამ გამარჯვებას.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთი მაისურაძე k.maisuradze@gruni.edu.ge