8-13 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ყველა მე-11, მე-12 კლასელს იწვევს „ალმა მატერის საშობაო სკოლაში“ .
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები გთავაზობენ
საინტერესო, შემეცნებით, სახალისო მასტერკლასებს სხვადასხვა უნარისა და კომპეტენციის გასავითარებლად, შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებს, მრგვალი მაგიდის თამაშებსა და აქტივობებს; თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას, „დაემგზავრე ტექნოლოგიებს“ და ა. შ.
იჩქარეთ, დარეგისტრირდით და გაატარეთ ჩვენთან ერთად ერთი კვირა.
არ გაუშვათ შესაძლებლობა წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის მიიღოთ სასწავლო გრანტი!
„საშობაო სკოლის“ მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი!
საშობაო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება 8 იანვარს 12.00 საათზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასები და აქტივობები:
- ლოგიკური აზროვნება და ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება;
- თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში;
- #დაემგზავრეტექნოლოგიებს (ტექნობასი- ტექნოპარკი);
- ადამიანის უფლებები (ბავშვთა კოდექსი, ახალი კონსტიტუცია);
- ეტიკეტი საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მოლაპარაკების ხელოვნება, საქმიანი შეხვედრის მომზადება, იმიტირებული საქმიანი შეხვედრა;
- საკუთარი შესაძლებლობების, პიროვნული თვისებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, პრეზენტირების ხელოვნება (პროფესიული ორიენტაცია, პიროვნული მახასიათებლები, მოტივაციური ფაქტორები);
- პროექტებით სწავლება, კვლევების წარმოება;
- შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები, მრგვალი მაგიდის თამაშები და აქტივობები;
თქვენთან იმუშავებენ პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები:
ანა ფირცხალაშვილი - ვურცბურგის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი;
მაია გოგიაშვილი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი მირიანაშვილი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი;
ნატო გოგატიშვილი - მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დირექტორი;
მაკა კუკავა - ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების ექსპერტი, USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ ხელმძღვანელი;
თეა ცომაია - განათლების ექსპერტი;
დავით ველიაშვილი - ორგანიზაცია „ლინგვინგის“ დამფუძნებელი;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები;
- რეგისტრაციის ვადა - 26 დეკემბერი - 5 იანვარი (2019წ);
- საშობაო სკოლის საზეიმო გახსნა - 8 იანვარი, 12:00 სთ;
- მასტერკლასები - 8 იანვარი - 12 იანვრის ჩათვლით. 13:00-16:00 სთ;
- მონაწილეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია - 13 იანვარი, 14:00 სთ.