უნივერსიტეტის საახალწლო საღამო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის საახალწლო საღამო


21 დეკემბერს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საახალწლო საღამო, რომელზეც პროფესორ-მასწავლებლებიცა და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც იყვნენ მიწვეულნი.

 

სტუდენტებმა შეაჯამეს 2018 წელი და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს პედაგოგებსა და მეგობრებს.

 

საახალწლო საღამოზე ახალგაზრდებმა, წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, საუკეთესო დეკანი, ლექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომელიც დაასახელეს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

წლის საუკეთესო დეკანის წოდება მიენიჭა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს ანა ფირცხალაშვილს;

 

წლის საუკეთესო ლექტორის წოდება - სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს ია ხურციძეს;

 

წლის ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომლად კი ზურაბ თევდორაშვილი დასახელდა.

 

სტუდენტებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს რექტორს მამუკა თავხელიძეს ახალგაზრდებისადმი მისი სრულიად გამორჩეული და თბილი დამოკიდებულების გამო.

 

საახალწლო საღამოზე კონკურსის წესით Miss და Mister ალმა მატერიც გამოვლინდა, რომლებსაც პატივი ერგოთ რექტორთან ერთად გაეჭრათ საახალწლო ტორტი.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge