ვაჟა ლორთქიფანიძე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვაჟა ლორთქიფანიძე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია

26 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ წლის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრები ( აკადემიკოსები) დაასახელა.

 

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სპეციალობაში აკადემიამ ნამდვილ წევრად პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე აირჩია.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ ვაჟას აკადემიკოსის წოდების მინიჭებას და დამდეგ 2019 წელს ახალ-ახალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და სიკეთეს უსურვებს.

 

ვაჟა ლორთქიფანიძე 2007 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია და დღემდე წარმატებით განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge