იცნობდეთ თეკლე ორთოიძეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იცნობდეთ თეკლე ორთოიძეს

"ალმა მატერის" საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტი თეკლე ორთოიძე სწავლას პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში გააგრძელებს.

 

თეკლემ Erasmus+-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რაც ითვალისწინებს მისი სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების სრულად დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ თეკლე იმ ორ ქართველ სტუდენტთაგან ერთ-ერთია, ვინც პორტოს უნივერსიტეტში სწავლისათვის Erasmus+-ის სტიპენდია მოიპოვა. თეკლე პორტოში გაზაფხულის ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრება.

 

თეკლესთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა. გასულ წელს მან სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი სწავლებისათვის.

 

პორტოს უნივერსიტეტი 1911 წელს დაარსდა. პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, რომელიც აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით გამოირჩევა. ის 1911 წელს დაარსდა.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge