სტუდენტების ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების ვიზიტი უზენაეს სასამართლოში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ერთობლივი სასწავლო, შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება გრძელდება.

 

21 დეკემბერს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ. სტუდენტებს ხელმძღვანელობდა სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ია ხურციძე. სტუდენტები გაეცნენ სასამართლოს დაარსების ისტორიას, დაათვალიერეს მისი ისტორიული შენობა, მართლმსაჯულების მუზეუმში დაცული სამართლის უძველესი ძეგლები და საპროცესო მართლმსაჯულების განხორციელების დარბაზები.

 

გულთბილი შეხვედრა გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორთან ზურაბ ძლიერიშვილთან. მან სტუდენტებთან ისაუბრა საერთო სასამართლოების სისტემის, უზენაესი სასამართლოს განსაკუთრებულ როლისა და ფუნქციების, მოსამართლეთა უფლებამოსილებების, მიმდინარე საქმეებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესახებ.

 

ვიზიტმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ მიეცათ საშუალება მოსამართლისათვის დაესვათ საინტერესო შეკითხვები.

 

შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული კომპეტენციებისა და მოტივაციის ასამაღლებლად.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurcidze@gruni.edu.ge