ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრად უნივერსიტეტში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფართოებს თანამშრომლობის არეალს სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

 

რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი გახდა.

 

21 დეკემბერს უნივერსიტეტს აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

 

შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენელმა მელოდი შომენიმ, ასევე, ისაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების, აღნიშნულ ორგანიზაციაში რობაქიძის უნივერსიტეტის გაწევრიანების პრიორიტეტებისა და თანამშრომლობის შესახებ.

 

 სტუმარმა დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე - t.gagoshidze@gruni.edu.ge