საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტი ჯუმბერ ბერიძიშვილი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის -“ახალგაზრდები საჯარო სამსახურისთვის“, გამარჯვებულია!
საუკეთესო იდეისათვის მას I ადგილი მიენიჭა.
კონკურსის ფარგლებში, უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ წინადადებები საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებისთვის.
იდეა, რომელიც ჯუმბერ ბერიძიშვილმა წარადგინა, გულისხმობს მობილური აპლიკაციის შექმნას, სადაც მოხელე მარტივად შეძლებს გაეცნოს მისთვის საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოხელის უფლება-მოვალეობები, სამართლებრივი აქტები, ეთიკა, შრომითი ანაზღაურების სისტემა, დეკლარაციები და სხვა.
ამით აპლიკაცია დაზოგავს მოხელეთა დროს, რომლებისთვისაც საჭირო ინფორმაციის მოძიება, ხშირ შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს.
აპლიკაცია ასევე ითავსებს რამდენიმე ფუნქციას, კერძოდ:
- „ციფრული დებატების - ადმინისტრაციული ორგანოს/მოხელის მიერ იდეის გამოქვეყნებისა და მოქალაქეებისგან უკუკავშირის მიღების- ფუნქციას;
- „ ციფრული კონსილიუმის“ - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში კოლეგებისგან მყისიერი და კონფიდენციალური კონსულტაციის მიღების, ფუნქციას;
- „ საჯარო სამსახურში მხილების “ - საჯარო სამსახურში სამართალდარღვევების აღმოფხვრის ანონიმური მექანიზმის, ფუნქციას;
- „ქვიზების“ - მოხელეთა კვალიფიკაციის შემოწმებისა და გაუმჯობესების, ფუნქციას;
დაჯილდოება გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ორგანიზებულ „მოხელის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები.
უნივერსიტეტი ულოცავს ჯუმბერ ბერიძიშვილს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge