გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლიდან ჰარვარდის ბიზნესსკოლის (HBS) სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პარტნიორია და დღემდე წარმატებით ახორციელებს მათი სწავლების მეთოდოლოგიასა და სასწავლო მასალაზე დაფუძნებულ კურსს „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ (Microeconomics of Competitiveness).
2018 წლის დეკემბერში უნივერსიტეტი უკვე მესამედ მონაწილეობდა ბოსტონში, ჰარვარდის ბიზნესსკოლის აფილირებული წევრი უნივერსიტეტებისა და აკადემიური პერსონალის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში. კერძოდ, უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის ბიზნესსკოლის აფილირებული დოქტორი („Microeconomics of Competitiveness„ კურსის ფარგლებში), შოთა საღრიშვილი მიწვეული იყო სესიაზე „აფილირებული ინსტიტუტების კოლაბორაციის შესაძლებლობები“, განიხილეს აფილირებული წევრი უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები; სესიის ფარგლებში დაიგეგმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ერთობლივი ინტეგრირებული კურსის შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება 2019 წელს დავოსში, შვეიცარიაში, ევროპის საჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრაში.
ბოსტონში გამართული სამუშაო ფორმატის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მონაწილეობა „Institutes Council”-ის შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იტალიის “LIUC-Carlo Cattaneo”-ს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აფილირებული დოქტორი („Microeconomics of Competitiveness„ კურსის ფარგლებში), ფერნანდო ალბერტი; სადაც, ასევე, ისაუბრეს, მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის თვალსაზრისით, ქვეყნებსა და რეგიონებში უნივერსიტეტების განსაკუთრებულ როლზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შექმნა პირველი პრეცედენტი და წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში. წელს კი აღნიშნული ფაქტი კარგ გამოცდილებად იქნა აღიარებული და დაიწყო მზადება იმისათვის, რომ ეს პრაქტიკა განზოგადდეს და ყოველწლიურად უნივერსიტეტებმა სტაბილურად წარადგინონ სადისერტაციო ნაშრომები უცხოელი პარტნიორების წინაშე.
თავის მხრივ კი, სადისერტაციო თემის ხელმძღვანელებმა - პროფესორებმა კენ ჩერმანმა და შოთა საღრიშვილმა განიხილეს სადისერტაციო თემის დინამიკა და დაგეგმეს შემდეგი სამუშაო ეტაპები.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge