ნოდარ გრძელიშვილის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნოდარ გრძელიშვილის საჯარო ლექცია


13 დეკემბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია რელიგიური ტურიზმის შესახებ.

 

ლექცია წაიკითხა ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიისა და მასთან არსებული რელიგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა.

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მსოფლიო რელიგიების შესახებ, ასევე, რელიგიური ტურიზმის გეოგრაფიისა და მისი სამართლებრივი ასპექტების, რელიგიური ტურიზმის განვითარების უნიკალური შესაძლებლობების შესახებ საქართველოში. ყველა ეს საკითხი მოცემულია მის მიერ ახლად გამოცემულ სახელმძღვანელოში „რელიგიური ტურიზმი“.

 

ლექციაზე აღინიშნა რელიგიური ტურიზმის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მომზადების შესახებაც.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

 

წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი - m.piranashvili@gruni.edu.ge