წარმატებით გრძელდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
მიმდინარე წლის 9-12 დეკემბერს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი ვურცბურგის უნივერისტეტის მოწვევით გერმანიაში, ქალაქ ვურცბურგში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე საინტერესო პროექტი და კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.
მიმდინარე სემესტრის ბოლოს ანა ფირცხალაშვილი, სტუმარი პროფესორის ფორმატში, განმეორებით ეწვევა ვურცბურგის სამართლის ფაკულტეტს და გერმანელ კოლეგებთან ერთად წაიკითხავს სალექციო კურსს - შედარებითი კონსტიტუციური სამართალი.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge