გამოიცა „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამოიცა „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები“


ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" გაიმართა წიგნის - „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების“ პრეზენტაცია.

 

ნაშრომს გააჩნია მაღალი მეცნიერული და პრაქტიკული დანიშნულება. მისი მიზანია მკაფიო და სრულყუფილი ცოდნა მიაწოდოს მკითხველს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი მთავრი დოკუმენტის შესახებ.

 

წიგნი გამოიცა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ და USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) მხარდაჭერით.

 

წიგნი მომზადებულია იმ პირების მიერ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ჩამოყალიბებაში.

 

ავტორებს შორის არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge