7 დეკემბერს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია: „Regional Economic Outlook for Caucasus and Central Asia“, რომელიც წაიკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში - ფრანსუა პეშომ.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა რეგიონში მაკროეკონომიკური სტაბილურობის, გაცვლითი კურსის, ინფლაციის დონის, ფისკალური რისკებისა და ზოგადად საერთაშორისო ბაზრებისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
ლექცია დაიგეგმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - ვახტანგ ჭარაიას, მოწვევით.
ლექციას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი - თეა კბილცეცხლაშვილი და პროფესორ-მასწავლებლები.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge